
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" 1996 წლის 10 დეკემბერს დაარსდა. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ადამინის უფლებათა ცენტრის ოფისები განთავსებულია თბილისში, ბათუმში, გურჯაანსა და გორში.
"ადამინის უფლებათა ცენტრის" პრიორიტეტებია: კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის აღკვეთა.
ცენტრი მუშაობს შემდეგ პროგრამებზე: ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები; ტრეფიკინგი; ლტოლვილები; მედია; კონფლიქტების პრევენცია; ადამიანის უფლებათა განათლება; სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები;
