ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი ანგარიში - „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - პრობლემები, რეკომენდაციები“

 ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში - „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - პრობლემები, რეკომენდაციები“. ანგარიშში ასახულია პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - შედეგები, რომლის პრეზენტაცია გაიმართა  6 მარტს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის სხვადასხვა ფაქტები, ასევე - რელიგიური დაპირისპირებისა და რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები, მათ შორის: ქალაქ ქობულეთსა და  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მოხეში, ჭელასა და ფლატეში.  მონიტორინგმა გამოავლინა სამართალდამცავთა მხრიდან რელიგიური ნიშნით განხორციელებული დევნის სავარაუდო შემთხვევა იეჰოვას მოწმის მიმართ. 

პროექტი „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ განხორციელდა კანადის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიში „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - პრობლემები, რეკომენდაციები“ სრული სახით იხილეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის, Humanrights.ge-ს ანგარიშების განყოფილებაში.
http://humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9D.pdf
ადამიანის უფლებათა ცენტრი

10 მარ. '15